არც კი ვიცით, ნიკა მელიას რა უნდა, ხშირად დამიჭერია საკუთარი თავი, რომ მელიასთვის დიდი ხანი მისმენია და საბოლოოდ ვერ გავიგე, რაზე საუბრობდა, ასეთი დიდი პარტიისთვის უფრო სერიოზული ლიდერი წარმომიდგენია – რაქვიაშვილი

ნიკა მელია იმ პოლიტიკოსებს შორის არის, რომლის პოლიტიკურ პოზიციებზე არაფერი ვიცით. შეიძლება, სხვადასხვა დროს ბევრი ულაპარაკია, მაგრამ არც კი ვიცით, რა უნდა და რა პოზიციებს იკავებს. არ მგონია, რომ ასეთი დიდი პარტიის ლიდერის თანამდებობაზე ის განსაკუთრებულად ეფექტიანია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, ასეთი დიდი პარტიისთვის უფრო სერიოზული ლიდერი წარმოუდგენია.

„ნიკა მელიასთან ხანგრძლივი და მრავალფეროვანი ურთიერთობები გვქონდა. ძალიან ხშირად უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებდა, ეს იქნებოდა მიტინგებზე, თუ პოლიტიკურ პოზიციებზე. ნიკა მელია იმ პოლიტიკოსებს შორის არის, რომლის პოლიტიკურ პოზიციებზე არაფერი ვიცით. შეიძლება, სხვადასხვა დროს ბევრი ულაპარაკია, მაგრამ არც კი ვიცით, რა უნდა და რა პოზიციებს იკავებს. ამიტომ არ მგონია, რომ ასეთი დიდი პარტიის ლიდერის თანამდებობაზე ის რაღაც განსაკუთრებულად ეფექტიანია. მესმის, თუ მის პარტიაში უკმაყოფილოები არიან. ხშირად დამიჭერია საკუთარი თავი იმაში, რომ ნიკა მელიასთვის დიდი ხანი მისმენია და საბოლოო ჯამში ვერ გავიგე, რაზე საუბრობდა. შეიძლება, ეს ჩემი ბრალია, ან მისი პოზიციის, მაგრამ მისი თანაპარტიელები ბევრად უფრო გასაგებად აყალიბებენ პოზიციებს. ასეთი დიდი პარტიისთვის უფრო სერიოზული ლიდერი წარმომიდგენია, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკიევის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ კიევის რეგიონის დაბომბვის შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაპროცესი, რასაც ახლა საზოგადოება თვალს ადევნებს, „ქართული ოცნების“ ელექტორალური კრიზისია – იმ მიზნით, რომ ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფი არ დაკარგონ, პარტიის გაყოფის ხერხს მიმართეს – ნაცვლიშვილი