ხარკოვის მერი – ქალაქში რუსული თავდასხმისგან არც ერთი ტერიტორია არ არის დაცული

ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი აცხადებს, რომ ქალაქში რუსული თავდასხმისგან არც ერთი ტერიტორია არ არის დაცული.

მისი თქმით, რუსი აგრესორები ცდილობენ, ხარკოვი გადააქციონ საცოდავ ქალაქად, ისეთად, როგორიც თავად აქვთ რუსეთში.

„მაგრამ ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. როგორც ხედავთ, ხარკოველები თავიანთ ქალაქს იარაღით ხელში იცავენ. ჩვენ გვაქვს ცხრა უბანი ქალაქში და თითოეული მათგანი იბომბება სხვადასხვა ინტენსივობით და სხვადასხვა დროს. ასე რომ, ვერ იტყვი, რომ ხარკოვში სადმე უსაფრთხო ადგილი არსებობს“, – აცხადებს ტერეხოვი.

banner
წინა სტატიაშიპროცესი, რასაც ახლა საზოგადოება თვალს ადევნებს, „ქართული ოცნების“ ელექტორალური კრიზისია – იმ მიზნით, რომ ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფი არ დაკარგონ, პარტიის გაყოფის ხერხს მიმართეს – ნაცვლიშვილი
შემდეგი სტატიაილია დარჩიაშვილი თურქ კოლეგას შეხვდა