პრინციპულობა, გაბედულება და სიმტკიცე – აი, რა ვერ აიტანეს და რის გამო ითხოვენ გახარიას გადადგომას – ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას გიორგი გახარიას გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუს ეხმაურება. მისი შეფასებით, კვლავ გამოჩნდა, რომ შს მინისტრი აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური ფიგურაა.

მისი თქმით, გახარიამ პირდაპირ ეთერში კიდევ ამომწურავად ისაუბრა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე და ჟურნალისტის არცერთ მწვავე კითხვას არ გაქცევია.

”კვლავ გამოჩნდა, რომ შს მინისტრი აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური ფიგურაა. მისი პასუხები იყო გულწრფელი, კვალიფიციური, სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული და რაც მთავარია, პასუხისმგებლიანი მინისტრის, რომელიც ერთნაირად გრძნობს თანამდებობრივ პასუხისმგებლობას როგორც მოქალაქეების, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის მხრივ. საბოლოო სიტყვას გამოძიება იტყვის და ყველა პასუხისმგებელი პირი გამოიკვეთება, მაგრამ აშკარაა, რომ დღეს შს მინისტრი არ უნდა გადადგეს. ის არის პასუხისმგებლიანი, საქმიანი და გულწრფელი თავის მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში. ყველა ხედავს, რომ გახარია არის მტკიცე და გაბედული ფიგურა და გამიზნულად მიმდინარეობს მასზე შტურმი გარკვეული პატარა ჯგუფებისგან. ვიმეორებ, პრინციპულობა, გაბედულება და სიმტკიცე – აი, რა ვერ აიტანეს და რის გამო ითხოვენ გახარიას გადადგომას. და რაც მთავარია, შს მინისტრმა არაერთხელ დაადასტურა, რომ მას კრიზისების მართვა შეუძლია, რომ თავისი მსოფლმხედველობით გამოკვეთილი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ფიგურაა”-წერს ალექსანდრე ქანთარია.

banner
წინა სტატიაშისანამ კაკისთვის ტალახის სროლად გადაწყვეტთ, სარკეში ჩაიხედეთ და თავად მოიშორეთ დიდძალი ნეხვი, რომელშიც ასე ღრმად ხართ ჩაფლული – წილოსანი
შემდეგი სტატიაბატონო მინისტრო, არ ვიცი, თქვენი განათლება რა არის, მაგრამ იურისტის რჩევები უნდა მიგეღოთ ეთერამდე. პარლამენტში შევარდნით სახელმწიფო არ ტრიალდება – ხიდაშელი