ბატონო მინისტრო, არ ვიცი, თქვენი განათლება რა არის, მაგრამ იურისტის რჩევები უნდა მიგეღოთ ეთერამდე. პარლამენტში შევარდნით სახელმწიფო არ ტრიალდება – ხიდაშელი

პარლამენტში შევარდნით სახელმწიფო არ ტრიალდება – ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ინტერვიუს.

,,​მინისტრი ამბობს: იყო შტურმი; ვმოქმედებდით მოგერიებისთვის; დღესაც ვერ ხსნიან, რა მიზნით აპირებდნენ შეჭრას. ეს გახარიას სიტყვებია. ასევე გახარიას სიტყვებია “სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა”.

ბატონო მინისტრო, არ ვიცი, თქვენი განათლება რა არის, მაგრამ იურისტის რჩევები უნდა მიგეღოთ ეთერამდე: სახელმწიფო გადატრიალება არ არის ემოციური დანაშაული, არც აფექტის მდგომარეობაში დგება, არც პარლამენტში შევარდნით ტრიალდება სახელმწიფო.

ეს არის კარგად დაგეგმილი ქმედება რომელიც აუცილებლად ნიშნავს, თუნდაც დასაცინი, მაგრამ მაინც გეგმის არსებობას ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილებისთვის. თქვენი პირველი სამი განაცხადი კი ამას უბრალოდ გამორიცხავს. იქნებ ჩამოყალიბდეთ, რისთვის იბრძოდით იმ ღამეს. და კიდევ ერთი: პოლიციის პირველი ფუნქცია ადამიანების დაცვა და მათთვის საფრთხის არიდებაა და მხოლოდ ამის შემდეგ რკინა-ბეტონის კონსტრუქციების, რომელსაც კონკრეტულ მომენტში კონკრეტული ფუნქცია აქვთ,” ამბობს ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშიპრინციპულობა, გაბედულება და სიმტკიცე – აი, რა ვერ აიტანეს და რის გამო ითხოვენ გახარიას გადადგომას – ქანთარია
შემდეგი სტატიაგახარიას დიპლომატიური სკანდალი და საგარეო სამინისტროს ერთ საათში შეცვლილი პოზიცია