სანამ კაკისთვის ტალახის სროლად გადაწყვეტთ, სარკეში ჩაიხედეთ და თავად მოიშორეთ დიდძალი ნეხვი, რომელშიც ასე ღრმად ხართ ჩაფლული – წილოსანი

სანამ კაკისთვის ტალახის სროლად გადაწყვეტთ, სარკეში ჩაიხედეთ და თავად მოიშორეთ დიდძალი ნეხვი , რომელშიც ასე ღრმად ხართ ჩაფლული – ასე ეხმაურება უმრაველსობის წევრი, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი ნინო წილოსანი აკაკი ზოიძესთან ბოლო პერიოდში დაკავშირებულ აჟიოტაჟს.

“მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთი უსირცხვილო პოლიტიკოსის აბსოლუტურად აზრს მოკლებულ კომენტარს აკაკი ზოიძის განცხადებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩემი კოლეგა და მეგობარი კაკი ზოიძე არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, მონდომებული და ქვეყნის ერთგული ადამიანი, რომლის ყოფნა საქართველოს პარლამენტში არის უმნიშვნელოვანესი.

როგორ ბედავენ ის უსირცხვილო პოლიტიკოსები აკაკი ზოიძის განცხადების არსი დაამახინჯონ და თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენონ, იმ ინტერესების სასარგებლოდ , რომელიც ყველასათვის კარგად ცნობილია რამდენად ეგოისტურ და პიროვნულ სარგებელს უკავშირდება და უკავშირდებოდა წლების მანხილზე. სანამ კაკისთვის ტალახის სროლად გადაწყვეტთ, სარკეში ჩაიხედეთ და თავად მოიშორეთ დიდძალი ნეხვი , რომელშიც ასე ღრმად ხართ ჩაფლული, იქნებ ნაკლებ შეგაწუხოთ სუნმა,” – წერს ნინო წილოსანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშირამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად – გახარიას სკანდალური განცხადება 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე
შემდეგი სტატიაპრინციპულობა, გაბედულება და სიმტკიცე – აი, რა ვერ აიტანეს და რის გამო ითხოვენ გახარიას გადადგომას – ქანთარია