პრინცესა დაიანას კაბრიოლეტი აუქცონზე გაიყიდა

ავტომობილები, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახს და ცნობილ ადამიანებს ეკუთვნოდათ, აუქციონზე საერთო ჯამში 450 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.
მანქანების კოლექცია “გვირგვინის მარგალიტები” დღეს და გუშინ ავტოშოუ NEC Classic Motor Show-ის აუქციონზე გაიტანეს.
კაბრიოლეტი აუდი 1994 წლის გამოშვების, რომლის მფლობელიც პრინცესა დაიანა იყო, 54 ათას ფუნტ სტერლინგად (68 ათასი დოლარი) გაიყიდა. მისი გარბენი 6,5 ათასი კილომეტრია.

გასაყიდ მანქანებს შორის იყო ელტონ ჯონის როლს როისი, რომელიც 124 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.
რეპორტიორების ყურადღება დაიმსახურა მცირელიტრიანმა ფიატ 500 L-მა, რომელიც 1972 წელს არის გამოშვებული და რომელიც მომდევნო პრემიერმა კემერონმა თავის მეუღლეს სამანტას უყიდა. ის დაახლოებით 26 ათას დოლარად იყიდეს.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა მექსიკური კედლის ღობით შეცვლაზე განაცხადა
შემდეგი სტატია(ფოტო) ავაკოვმა დეევას ფოტოებზე კომენტარი გააკეთა