პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს, შემოვიდნენ ჩვენს საზოგადოებაში

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში დღეს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს უმასპინძლებს.

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, აუცილებელია საზოგადოების ყურადღების კონცენტრირება ამ თემის ირგვლივ.

„სალომე ზურაბიშვილის აზრით, ეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მწვავე და სერიოზული გამოწვევაა. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს, შემოვიდნენ ჩვენს საზოგადოებაში, რომ საზოგადოება გახდეს ინკლუზიური. სწორედ ეს არის ევროპელობის ერთ-ერთი პირველი ნიშანი.

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში აუტისტური სპექტრის მქონე პატარებს უმასპინძლებს“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკანონის შესაბამისად განხორციელდება ყველა ზომა – თბილისის მერი ბაღებში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობ
შემდეგი სტატიააფეთქება ოკუპირებულ აფხაზეთში – ოჩამჩირის რაიონული საავადმყოფოს ექიმი საკუთარ სახლში ააფეთქეს