აფეთქება ოკუპირებულ აფხაზეთში – ოჩამჩირის რაიონული საავადმყოფოს ექიმი საკუთარ სახლში ააფეთქეს

აფეთქება ოჩამჩირეში – არსებული ინფორმაციით, ოჩამჩირის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილის სახლი ააფეთქეს.

აფეთქება სოფელ კვიტოურში მოხდა. ექიმის საცხოვრებელ სახლში საათის მექნიზმზე დამონტაჟებული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი აფეთქდა. ნადეჟდა ვოუბა კრიტიკულ მდგომარეობაში სოხუმში, სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ნადეჟდა ვოუბას შვილი დე ფაქტო რეჟიმის ერთ-ერთი სამხედრო დაჯგუფების ლიდერია და სწორედ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა.

ოკუპირებულ რეგიონში, მომხდარს დეფაქტო რეჟიმის კლანებს შორის დაპირისპირებას უკავშირებენ. არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის დეფაქტო შს სამინისტრომ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს, შემოვიდნენ ჩვენს საზოგადოებაში
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანია, „ქართულ ოცნებაში“ იყოს ისეთი ავტორიტეტული ფიგურა, როგორიც ბიძინა ივანიშვილია