კანონის შესაბამისად განხორციელდება ყველა ზომა – თბილისის მერი ბაღებში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობ

საჯარო ბაღებში გამოვლენილ დარღვევებს თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმაურება. საქმე ეხება სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგებს, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ბაღებში შეტანილ არაჟანში ცხოველური ცხიმების ნაცვლად მცენარეული ცხიმია აღმოჩენილი, ყველში კი – რძის ფხვნილი.

ამ დასკვნის გამო კი ბაღების მართვის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბაღებს ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რძის პროდუქტების მიწოდება შეუწყდეს.

კახი კალაძე განმარტავს, რომ ბაღების შემოწმება სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ ბავშვებთან არაჯანსაღი პროდუქტი არ მოხვდეს.

„როდესაც ხდება ხოლმე ასეთი დარღვევები შესაბამისი რეაგირება და ქმედებების განხორციელება ხდება ჩვენი მხრიდან და შემთხვევით არ არის ის, რომ ხორციელდება შემოწმებები. რა თქმა უნდა, ეს მომავალშიც გაგრძელდება იმისთვის, რომ ჩვენ ყველანაირად დაცულები ვიყოთ, რომ არასწორი პროდუქტები არ შევიდეს და არა მხოლოდ საბავშვო ბარებში, ზოგადად,“ – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ჟურნალისტის კითხვაზე, დაეკისრება თუ არა ჯარიმები კომპანიას, განაცხადა რომ „კანონის შესაბამისად განხორციელდება ყველა ზომა“.

თბილისის მერიის ფავორიტი კომპანია შპს “ნილი” კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. ირკვევა, რომ ბაღების მომმარაგებელ კომპანიას, შპს “ნილს” ბავშვებთან შეჰქონდა არა რძის ნაწარმი, როგორც ამას კონტრაქტი ავალდებულებდა, არამედ მისი შემცვლელი პროდუქტი, რაც რიგ შემთხვევაში მცენარეულ ცხიმებზე იყო დამზადებული.

banner
წინა სტატიაშითბილისის საბავშვო ბაღები მცენარეული ცხიმების შემცველი რძის პროდუქტების მარაგდებოდა – შპს ნილი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს, შემოვიდნენ ჩვენს საზოგადოებაში