პრეზიდენტის სასახლეში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს და პირველ ლედის რაისა ატამბაევას სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ უმასპინძლეს.

ოფიციალურ ცერემონიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ორკესტრმა ყირგიზეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა საქართველოს სახელმწიფო დროშას პატივი მიაგეს და წითელ ხალიჩასთან განლაგებულ საპატიო ყარაულის მწკრივს ჩაუარეს.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები წარუდგინეს. საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან ერთად, დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელევა, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბოძაშვილი.

ხოლო ყირგიზეთის სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერლან აბდილდაევი, შინაგან საქმეთა მინისტრი კაშკარ ჯუნუშალიევი, საგანგებო სიტუაციების მინისტრი კუბატბეკ ბორონოვი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ელვირა სარიევა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან.

7xcvxcv-1

13464782yuiui

57674096ngyjhf

 

banner
წინა სტატიაში“ახალი საქართველო” და “გირჩი” მოუწოდებს ამომრჩეველს, ხმა არ მისცენ “ქართულ ოცნებას”
შემდეგი სტატიანოდარ ხადური : ეს არის მოკლევადიანი რყევები