ნოდარ ხადური : ეს არის მოკლევადიანი რყევები

ხადური

“მომავალი წელი გაცილებით უკეთესი იქნება” – აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

ნოდარ ხადურის განცხადებით, ბოლო წლებში ბიუჯეტის ხარჯებს არ გამოუწვევია გაცვლით კურსზე ზემოქმედება და ეს არც მომავალ წელს მოხდება. რაც შეეხება ლარის კურსს, ხადური ამბობს, რომ კონკრეტული პროგნოზების გაკეთება არ შეიძლება, თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში გაცვლითი კურსის დასტაბილურებასა და გამყარებას ელოდება:

”თუ თქვენ გადახედავთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის სავალუტო ფონდის დასკვნებს და პროგნოზებს, რომლებიც მათ აქვთ, ეს პროგნოზები რეალისტურია და არავის დაუყენებია ისინი ეჭვქვეშ. მომავალი წელი გაცილებით უკეთესი იქნება. წელსაც უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, ვიდრე ეს თავიდან იყო დაგეგმილი. ამავე დროს ისინიც, ეროვნული ბანკიც და ყველა ვთანხმდებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯებს არ გამოუწვევია და არც შეეძლო გამოეწვია გაცვლით კურსზე ზემოქმედება, ამიტომ მე მოვუწოდებ ოპონენტებს, რომ ოდნავი ობიექტურობა შეინარჩუნონ და საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად ნუ გააკეთებენ ისეთ განცხადებას, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მათ ავტორიტეტს…საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ ნამდვილად ველოდებით გაცვლითი კურსის დასტაბილურებასა და გამყარებას. ეს არის მოკლევადიანი რყევები, რაზეც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გააკეთა”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის სასახლეში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა დავით ბაქრაძე აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშნა