„პრეზიდენტის მზრუნველობა არ უგრძვნია მოსახლეობას“ – რისი თქმის საშუალება არ მიეცა ნატო ჩხეიძეს ზურაბიშვილის პარლამენტში სტუმრობისას

დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე, რომელსაც საშუალება არ მიეცა, რომ პრეზიდენტის პარლამენტში სტუმორბისას სიტყვით გამოსულიყო, იმ სათქმელს, რომელიც სალომე ზურაბიშვილისთვის უნდა ეთქვა, სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

„დღეს საქართველოს პრეზიდენტის მოსმენა იყო პარლამენტში.
კითხვები რომ არ იქნებოდა, ვიცოდით.
გამოსვლები რომ იქნებოდა, ვიცოდით.
ჩვენი რეგლამენტი მხოლოდ ორი დეპუტატის გამოსვლას ითვალისწინებსო, ბრძანა პარლამენტის თავ- რემ.
მხოლოდ ორისო, მხოლიდ ოპოზიციას და პოზიციას, მხოლიდ უმცირესობას და უმრავლესობას, მხოლოდ ადა მარშანიას და არჩილ თალაკვაძესო. ფრაქციებსო, კომიტეტებსო და დამოუკიდებელ დეპუტატებს – არაო. ახალი რეგლამენტი ამბობს ამასო, მე მხოლოდ ვახმოვანებო.

რა კარგი დრო იყო წინა რეგლამენტის ხანაში, მოვიდოდა პრეზიდენტი, კითხვებს დააყრიდნენ, მერე ჯერ დამოუკუდებელი დეპუტატი გამოვიდოდა 5-წუთიანი სიტყვით, მერე ფრაქციები შესაბამისი მეტი დროით და ასე შემდეგ.

სალომე ზურაბაშვილის დაცარიელებული სავარძელი კი გამოიმეტეს ჩემთვის, როგორც მაშინ ერთადერთი დამოუკიდებელი დეპუტატისთვის, მაგრამ დრო, 5 წუთიანი დრო – ნურას უკაცრავად, არაო, ახალი რეგლამენტით არაო.

მე წინა რეგლამენტის მიხედვით მქონდა ხუთად ხუთ წუთიანი სიტყვა მომზადებული, მაგრამ არაო, პარლამენტის ტრიბუნიდან არაო და აჰაა, ფბ- ზე ვიღა დამიშლის.
ჯერ არ შემოუღწევია ფბ- ზე შეზღუდვებს და აქ მივუჩენ ადგილს…
მაშ ასე: სიტყვა ართქმული პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენების მერმედ.

მოგესალმებით, კოლეგებო,
მივესალმები დამსწრე საზოგადოებას და
მივესალმები საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, საქართველოს 1- ლ ქალ პრეზიდენტს, რომლის არჩევამაც გამოიწვია გარკვეული და მძიმე შეკითხვები, რაც მწვავედ აისახა ეუთოს დასკვნაში.

ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისათვის არ არის სასიამოვნო მოსასმენი ეს შეფასება, მაგრამ არც ის იყო სასიამოვნო საყურებელი, რაც ჩვენს თვალწინ ხდებოდა, როცა არსებითად გაფორმდა სახელმწიფოს მიტაცება და უკვე საერთაშორისო მასშტაბით გახმაურდა.

ჩვენ ახლა უკვე პირობითად თუ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ძალზე უნუგეშო პერსოექტივა იხატება ისედაც გართულებულ საერთაშორისო ვითარებაში, როცა ჩვენი ქვეყნის ხელუსუფლებას არ გააჩნია სახელმწიფო იდეოლოგია და შესაბამისად- ორიენტირი.

ეკონომიკა და სოფელის მეურნეობა სრულიად ინგრევა, მიწა ნადგურდება უარესი და უარესი მინისტრების ხელში, საგანმანათლებო პოლიტიკა მუდმივი ექსპერიმენტების ლაბოეატორიად იქცა, კულტურა და მეცნიერება მეათეხარისხივანი გახადეს, სპორტში ჩემპიონებისგანაც კი მოითხოვენ მონურ მორჩილებას, სამართალს ვერ პოულობენ ადამიანები, რასაც ცხადყოფს თუნდაც სალარიძის და მაჩალიკაშვილის ტრაგედიები, ვერ ხერხდება კრიმინალის ზრდის შეჩერება, ანკი როგორ მოხერხდება, როცა პოლიციის შეფი პოლიტიკური საჭიროებისას თვითონვე ეყრდნობა კრიმინალებს.

ბიზნესი უმძიმეს სახელისუფლო მარწუხებშია მოქცეული, რეკეტისა და ტერორის ქვეშ იმყოფება, მაგალითისთვის უკვე გახმაურებული “ ომეგა ჯგუფი” და თბს ბანკი კმარა.

გაზრდილი გადასახადებით და მუდმივად მზარდი ჯარიმებით ავსებენ ბიუჯეტს, რომელსაც უდიერად ფლანფავენ

მოსახლეობას, დიდსა და პატარას, ქალსა და კაცს, ლოთსა და პირაკრულს უზღუდავენ გასაქანს, რომ თავისი ძალ-ღონით მაინც მიაღწიოს უკეთეს ყოფას.

ქ- ნო პრეზიდენტო, ამ მიმართულებით თქვენ თქვენს საინტერესო მოხსენებაში ყურადღება არ გაგიმახვილებიათ და მე ვცადე, რომ შემევსო, რათა სრულყოფილად წარმოჩენილიყო ჩვენი ქვეყნის დღევანდელი რეალობა.

ქვეყნის ასეთ ყოფაში სულის მოსათქმელი და მშველელი შეიძლება იყოს ორი ინსტიტუტი, რომლებსაც განასახიერებს პატრიარქი და პრეზიდენტი, ანუ რწმენა და ზნეობა.

პრეზიდენტის უმთავრესი მოვალეობა საერთოდ და მით უფრო პირობითად ქცეულ საპარლამენტო რესპუბლიკაში უნდა იყოს ხალხის ჭირ- ვარამის გაზიარება და სიმართლის გვერდით დგომა, ეს ნიშნავს რომ პრეზიდენტი კრიტიკულ ვითარებაში მკვედრად გამოხატავს თავის პირუთვნელ პოზიციას ხალხის საკეთილდღეოდ.

ინაუგურაციის შემდეგ გადის დღეები, კვირები , თვეები და ამ მხრივ პრეზიდენტის მზრუნველობა, სამწუხაროდ, არ უგრძვნია მოსახლეობას.

თუმც, იმ რეალობაში, როცა სახელმწიფოს მიტაცებას აანონსებენ ფორმალური თუ არაფორმალური მმართველების მიერ, პრეზიდენტის თუნდ მზრუნველობა და თანადგომა, სავარაუდოდ, ვერას უშველის.

ახლა ამ ტრიბუნაზე ვაჟა ფშაველა რომ იდგეს, ასე მიმართავდა საზოგადოებას:

ვერაფერს ვიტყვი, ენა სდუმს, თავზე დაგვჩხავის ყორანი;

გაღმა გასვლისა მსუეველთა უკუღმა მიგვყავს ბორანი;

გაგვიბატონდა, ქართველნო, სირეგვნე შეუწონარი.

დიახ, მკაცრი რეალობის წინაშე ვდგავართ და ნურც ჩვენ ვიკითხავთ: ვისთვის რეკს ზარი?

ის რეკს ჩვენთვის!..!

დიახ, ძვირფასიო საზოგადოებავ, ზარი ყველა ჩვენგანის გასაგინად რეკს, და თქვენთვისაც , ჩვენო პრეზიდენტო…“

banner
წინა სტატიაშიახალგაზრდა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების შედეგად საკუთარ ძმას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა
შემდეგი სტატიახანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა ზუგდიდში