ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა ზუგდიდში

ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე  ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც თვითმხილველები ამბობენ,  სახლი მთლიანად დაიწვა და ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს. პაჭკორიების საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები. დამწვარია სახლის ძირითადი ნაწილი. სავარაუდოდ ცეცხლი მოკლე ჩათვის შედეგად გაჩნდა .

“თაიმერის” ჟურნალისტის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ოჯახის სხვა წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. მეზობლების განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები მალე მივიდნენ, თუმცა, ცეცხლის დროულად ჩაქრობა ვერ მოხერხდა, რის შედეგადაც სახლი დაიწვა.

banner
წინა სტატიაში„პრეზიდენტის მზრუნველობა არ უგრძვნია მოსახლეობას“ – რისი თქმის საშუალება არ მიეცა ნატო ჩხეიძეს ზურაბიშვილის პარლამენტში სტუმრობისას
შემდეგი სტატიააღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა