პრეზიდენტის აზრით, ადამიანების გარდა, დაზარალებულია ამომრჩეველი და საქართველოს ინტერესები

საქართველოს პრეზიდენტი ძალადობას გმობს და აღნიშნავს, რომ კორცხელში მომხდარ ფაქტზე, დამნაშავეები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ.

პრეზიდებნტის პრესსპიკერ ეკა მიშველაძის განმარტებით, კორცხელში მომხდარი ფაქტით ამომრჩევლები და საქარტველოს ინტერესები დაზარალდა.

“ჩვენ ვგმობთ ძალადობის ყველანაირ გამოვლინებას. პრეზიდენტის აზრით, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მსგავსი ინციდენტებს არა გამარჯვებული, არამედ დაზარალებულები ჰყავს. იმ ადამიანების გადრა, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს დაზიანება, დაზარალებულია ამომრჩეველი და საქართველოს ინტერესები. არჩევნებში მთავარი მოქმედი პირი არის ამომრჩეველი, რომელსაც სურს მშვიდ ვითარებაში გააკეთოს არჩევანი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების მიხედვით. მთლიანობაში კი, ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროცესი, როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაუდასტუროს საკუთარ თავს და საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ ჩვენ შეგვიძლია ცივილური, ევროპული სტანდარტების არჩევნების ჩატარება”,- აცხადებს მიშველაძე.

მისი თქმით, პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უსწრაფესად გამოვლინდება ყველა დამნაშავე და თითოეულ მათგანს, კანონის შესაბამისად, ადეკვატური პასუხისმგებლობა დაეკისრება.

“გამოძიება უნდა იყოს სამაგალითო, რომ სამომავლოდ, ვერავინ გაბედოს საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების დაზარალება”,- განაცხადა მიშველაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

დღეს, საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურ მოძრაობას” კორცხელში ჩაყვანილი ყავს ზაზა კედელაშვილის ზონდერჯგუფები”
შემდეგი სტატიაამერიკულმა კომპანიამ შესაძლოა საქართველო დატოვოს, რადგანაც მუშაობის საშუალებას არ აძლევენ