“ნაციონალურ მოძრაობას” კორცხელში ჩაყვანილი ყავს ზაზა კედელაშვილის ზონდერჯგუფები”

კახა კალაძე კიდევ ერთ საგანგებო ბრიფინგს მართავს და სოფელ კორცხელში დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობს. როგორც ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, ნაციონალურ მოძრაობას ადგილზე მობილიზებული ჰყავს ზონდერჯგუფები, რომელსაც ბოკერია ხელძღვანელობს.

„მათი გეგმით განხორციელებული პროვოკაციის მთავარი ადრესატი იყო დიპლომატიური კორპუსი, რომელსაც უნდა შექმნოდა არჩევნების არასათანადო გარემოში ჩატარების მცდარი განცდა. საარჩევნო პროცედურების დასრულებამდე იგეგმება სხვა პროვოკაციული ქმედებებიც, რაზეც მიანიშნებს რამდენიმე საარჩევნო უბნის გარშემო საეჭვო ადამიანების კონცენტრაცია. გარდა ამისა გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ნაციონალურ მოძრაობას განზრახული აქვს სოფელ კორცხელში საარჩევნო უბნის ჩაშლა ნაციონალურ მოძრაობას კორცხელში ჩაყვანილი ყავს ზაზა კედელაშვილის ზონდერჯგუფები, რომელსაც ხელმძღვანელობს გიგა ბოკერია და ბეჟაშვილი. გვაქვს ინფორმაცია, რომ უბნის დახურვის შემდმგომაც გაგრძელდება პროვოკაციები. მოდის შეტყობინება, რომ მედიას არ აცლიან ადგილზე მუშაობას და ზოგიერთმა პროვოკატორმა ქვები ესროლა ჟურნალისტებს. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა მინდა ვთხოვო შესაბამის ორგანოებს ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებს უმკაცრესად აღკვეთონ ნებისმიერი სახის ფიზიკური დაპირისპირება გამოავლინონ ის პირები, რომელიც ქვებს ისვრის ან სხვა სახის პროვოკაციებს აწყობს. მაქსიმალურად დაიცვან ამომრჩეველი და უზრუნველყოს მედიის თავისუფალი მუშაობა. მე ძალიან კარგად მახსოვს რა არის როცა ქვას გესვრიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ და მთელს ძალისხმევას მივმართავ პირადად მე რომ მსგავსი უმსგავსობა და ველურობა ვერასდროს გაიმეოროს ნაციონალურმა მოძრაობამ, მაქსიმუმს გავაკეთებ მეც და მოვუწოდებ ყველას არ დავუშვათ ნაციონალური მოძრაობის სცენარით მოვლენების განვითარება,“-კახი კალაძე.

banner
წინა სტატიაშიკორცხელში მომხდარი ინციდენტის დროს ტელეკომპანია “ოდიშის” ოპერატორი ზვიად აბლოთია დაშავდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის აზრით, ადამიანების გარდა, დაზარალებულია ამომრჩეველი და საქართველოს ინტერესები