“პრეზიდენტის ადმინისტრაცია პატიოსნად იქცევა’’- ირმა ნადირაშვილი შეწყალების შესაძლო კორუფციულ გეგმაზე საუბრობს

region
ავტ.: region სექტემბერი 23, 2019 16:45

“პრეზიდენტის ადმინისტრაცია პატიოსნად იქცევა’’- ირმა ნადირაშვილი შეწყალების შესაძლო კორუფციულ გეგმაზე საუბრობს

შეწყალების საკითხით დაინტერესებული პირები, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს უკავშირდებიან და ფინანსურ მოლაპარაკებებს სწორედ დიმიტრი გაბუნიასთან აწარმოებენ – ამის შესახებ ინფორმაციას, ირმა ნადირაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, დაინტერესებული პირები გაბუნიასთან კონტაქტს პარტნიორის დახმარებით ახორციელებენ. “ევროპული საქართველოს’’ ერთ-ერთი ლიდერის ინფორმაციით, ეს პარტნიორი პაატა სალია არ არის. ნადირაშვილის შესაძლო გეგმა ასეთია: პარტნიორს მიაქვს ამბავი გაბუნიამდე, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი პატიოსნად იქცევა და ფულს მაშინ იღებს, როცა მსჯავრდებული პენინტენციალურ დაწესებულებას დატოვებს. პარლამენტის წევრმა უწყებას გამოძიების მოთხოვნით თავად მიმართა.

“სურდა დახმარებოდა თავის ერთ-ერთ ახლობელ ოჯახს, რომ მიეღო შეწყალება და დაუკავშირდა ერთ-ერთ ადვოკატს. ცხადია, ინფორმაციის მისაღებად. რა საბუთები უნდა იყოს მოგროვებული, როგორ უნდა გადაიდგას ნაბიჯები შეწყალების მისაღწევად და ადვოკატმა უთხრა , რომ ასე კი არ უნდა ეს საქმე, ძალიან მარტივი გზა ეს არის, რომ დაუკავშირდე ერთ-ერთ პარტნიორს გაბუნიასი, რომელთან ერთადაც საადვოკატო ბიურო ჰქონდა და ამ პარტნიორის საშუალებით გახვიდეთ გაბუნიაზე და აი ესეთი წესით მიიღო შეწყალება, რომ არ დაგიტოვოთ ინტერპრეტაციებისთვის ადგილი ამ შემთხვევაში პირდაპირ გეტყვით, რომ ეს პარტნიორი პაატა სალია არ გახლავთ მას უთხრეს, რომ კონტაქტი ხდება აი ამ პარტნიორთან . პარტნიორს მიაქვს ამბავი გაბუნიამდე და შემდეგ კანტორა, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეძახით დღეს იქცევა პატიოსნად და ფულს აიღებენ ამის შემდეგ, როდესაც მსჯავრდებული დატოვებს პენინტენციალურ დაწესებულებას.’’- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

region
ავტ.: region სექტემბერი 23, 2019 16:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,567
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics