აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომისიის სხდომაზე განიხილეს ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობა.

შეგახსენებთ, რომ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 30 ივლისის №24-რს კანონის შესაბამისად, აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაცია გამოცხადდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 8 აგვისტოს №19 დადგენილებით შეიქმნა სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე − იგორ კოპალიანი − კომისიის თავმჯდომარე;
ბ) იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე − ვასილ ზაქარაია − კომისიის წევრი;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის წარმომადგენელი − ნოდარ ჯალაღონია – კომისიის წევრი;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი − ზვიად ზაქარაია – კომისიის წევრი;
ე) ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის წარმომადგენელი − ირაკლი თადუმაძე – კომისიის წევრი;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი − ეთერ ძიმისტარაშვილი – კომისიის წევრი;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს წარმომადგენელი – მარინა გადელია – კომისიის წევრი.
საგულისხმოა, რომ ლიკვიდირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ფუნქციები სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი ექსპერტიზის და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაციისა და ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში მონაწილეობის მიმართულებით გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 12 სექტემბრის №23 დადგენილებით ჩამოყალიბებულ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს.

ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე გასაცემი პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობის მიღებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტის ადმინისტრაცია პატიოსნად იქცევა’’- ირმა ნადირაშვილი შეწყალების შესაძლო კორუფციულ გეგმაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი-თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება