პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში ნარკორეალიზებისთვის მსჯავრდებული ორი პირია

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულთა 34-კაციან სიაში ნარკორეალიზებისთვის მსჯავრდებული ორი პირია.

34 წლის თეა ბ-ს, რომელიც სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით იხდის სასჯელს, სასჯელი გაუნახევრდა, თუმცა ციხე არ დაუტოვებია.

რაც შეეხება ნარკორეალიზებისთვის მსჯავრდებულ კიდევ ერთ პირს, 25 წლის სანდრო ა, რომელიც 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა და პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის ვადაც ორი წლით შეუმცირდა.

banner
წინა სტატიაშივანო ზარდიაშვილი – თუ სალომე ზურაბიშვილი ვინმემ შეიყვანა შეცდომაში, უნდა თქვას
შემდეგი სტატია“პრეზიდენტის ადმინისტრაცია პატიოსნად იქცევა’’- ირმა ნადირაშვილი შეწყალების შესაძლო კორუფციულ გეგმაზე საუბრობს