“პრეზიდენტი სადმე სხვაგან გადასვლას არ აპირებს…ათონელის რეზიდენციაზე ჰკითხეთ მთავრობას”

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებაზე კომენტარი გააკთა პრეზიდენტის მრჩეველმა – კახა კოჟორიძემ. ეკონომიკის მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ დროულად უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით. ქუმსიშვილი პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის გამოთქმულ მოსაზრებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილს აქვს უფლება ამ მიმართულებით შეშფოთება გამოთქვას.

კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ ამ კითხვის ადრესატი არ არის არც პრეზიდენტი და არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

,,ჩვენ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გავეცით ოფიციალური წერილობითი პასუხი ამ საკითხზე – პრეზიდენტი სადმე სხვაგან გადასვლას არ აპირებს. ეს არის ოფიციალური პასუხი და პოზიცია არ შეცვლილა. ათონელის შენობის ბედი არ ეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ეს მთავრობას უნდა ჰკითხოთ, რას უპირებენ ათონელის რეზიდენციას“ – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კოჟორიძემ ნაცემი ადვოკატი გიორგი მდინარაძე კლინიკაში მოინახულა
შემდეგი სტატიადღეს ყაზბეგის იუსტიციის სახლი გაიხსნა