დღეს ყაზბეგის იუსტიციის სახლი გაიხსნა

დღეს ყაზბეგის იუსტიციის სახლი გაიხსნა

დღეს ყაზბეგის იუსტიციის სახლი გაიხსნა400-მდე სახელმწიფო სერვისის კომფორტულ გარემოში მიღება დღეიდან ყაზბეგშიც იქნება შესაძლებელი − იუსტიციის სახლი ყაზბეგში უკვე გახსნილია. ყაზბეგის იუსტიციის სახლი საზეიმოდ იუსტიციის მინისტრმა გახსნა.
ყაზბეგში იუსტიციის სახლის მშენებლობის ინიციატივა თეა წულუკიანს ეკუთვნის. ინიციატივის მიზანი მაღალმთიანი და საზღვრისპირა რეგიონის მოსახლეობისათვის სწრაფი და კომფორტული სახელმწიფო სერვისების შეთავაზებაა, რათა 400-მდე მომსახურების მიღება ყაზბეგელებისთვისაც ისეთივე მარტივი და კომფორტული იყოს, როგორიც საქართველოს დიდ ქალაქებში მცხოვრებთათვის არის.
იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ბიზნესსექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ყაზბეგის მცხოვრებნი. ღონისძიება საზეიმო სანახაობით დასრულდა.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტი სადმე სხვაგან გადასვლას არ აპირებს…ათონელის რეზიდენციაზე ჰკითხეთ მთავრობას”
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3990 ლარია