კახა კოჟორიძემ ნაცემი ადვოკატი გიორგი მდინარაძე კლინიკაში მოინახულა

იურიდიულ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ ნაცემი ადვოკატი გიორგი მდინარაძე კლინიკაში მოინახულა.
შეხვედრის შემდეგ კოჟორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფაქტები რომელიც გიორგი მდინარაძემ გააცნო, არადამიანური მოპყრობის ნიშნებს შეიცავს. კოჟორიძის თქმით, ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი ინფორმირებულია და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქმეს ბოლომდე მიადევნებს თვალს.
“გიორგიმ მომიყვა დეტალები თუ როგორ მოხდა მისი ცემა. ცხადია, უკიდურესად აღმაშფოთებელია ამბავი, დაბმული ადამიანის, ადვოკატის ცემა პროფესიული მოვალეობის განხორციელების მოტივით დაუშვებელია და აღმაშფოთებელია. კიდევ უფრო აღმაშფოთებელი იქნება ის, თუ ამას არ მოყვა უსწრაფესი გამოძიება და დამნაშავე პირების კანონის მთელი სიმკაცრით პასუხისგებაში მიცემა. პრეზიდენტი ინფორმირებულია და ამ საქმეს ბოლომდე მიადევნებს თვალს. ამასთან, კარგია რომ დაიწყო გამოძიება”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
კახა კოჟორიძე ნაცემი ადვოკატის ახლობლებსა და ოჯახის წევრებსაც შეხვდა და გაესაუბრა.

banner
წინა სტატიაშიწყალმომარაგების კომპანიის მთავარ ბუღალტერს თამარ ფხოველიშვილს და მის მეუღლეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შემდეგი სტატია“პრეზიდენტი სადმე სხვაგან გადასვლას არ აპირებს…ათონელის რეზიდენციაზე ჰკითხეთ მთავრობას”