პრეზიდენტი კომერციული დავის საკითხში ვერ ჩაერევა – პრეზიდენტის პრეს-სპიკერი “რუსთავი 2”-ის საქმეზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი ვერ შევა ვერც სამართლებრივი ნიუანსების და ვერც კომერციული დავის საკითხების გარჩევაში – ეს განცხადება პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი პატივს სცემს ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა კერძო დავის საკითხში ვერ ჩაერევა.

მოისწრაფიშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უტყუარი დასტურია იმისა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა მიუკერძოებელია და გადაწყვეტილებებიც შესაბამისი გამოაქვს.

„ძალიან მნიშვნელოვანია და რასაც არაერთხელ აღნიშნავს პრეზიდენტი, ეს არის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, რომ იყოს დაცული. მას სჯერა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში არის და იქნება დაცული. ამის იქით, რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტი ვერ შევა ვერც სამართლებრივი ნიუანსების და ვერც კომერციული დავის საკითხების გარჩევაში. პატივი უნდა ვცეთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო, ამ შემთხვევაში ევროპულმა სასამართლომ და რომლითაც დადასტურდა საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ საკითხთან მიმართებაში მიუკერძოებლობა,“- განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივანო ზარდიაშვილი – ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით წარმოებულმა გამოძიებამ ეკა ბესელიას ნიღაბი ჩამოაძრო
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა