სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწარფიშვილმა განაცხადა, რომელმაც მედიას პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მისი თქმით, გაერო-ს 74-ე გენერალური ასამბლეა ნიუ-იორკში, სექტემბრის ბოლოს გაიმართება.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა. ასევე, გაერო-ს ფორმატში გაიმართება მაღალი დონის თემატური შეხვედრები, მათ შორის: მდგრადი განვითარების მიზნების, უნივერსალური ჯანდაცვისა და კლიმატის საკითხებზე.

გენერალური ასამბლეის კვირეულში, ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით იგეგმება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან და გაერო-ს სააგენტოების ხელმძღვანელებთან.

ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, ამავე კონტექსტში, გუშინ, 22 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს მუდმივ წარმომადგენელს საბინე მახლს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი კომერციული დავის საკითხში ვერ ჩაერევა – პრეზიდენტის პრეს-სპიკერი “რუსთავი 2”-ის საქმეზე საუბრობს
შემდეგი სტატია“ოცნება” ეკა ბესელიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს