პრეზიდენტი: კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა

საქართველოს პრეზიდენტის ფორმულას ტელეწამყვანსა და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და ნებისმიერ ძალადობას გმობს.

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, სწრაფად იქნას ფაქტი გამოძიებული.

„კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა!

ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს!

მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა!” – ვკითხულობთ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშივიოლა ფონ კრამონი ვახო სანაიაზე თავდასხმას შემაშფოთებელს უწოდებს
შემდეგი სტატიაუმრავლესობის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია ემთხვევა – მდინარაძე