ვიოლა ფონ კრამონი ვახო სანაიაზე თავდასხმას შემაშფოთებელს უწოდებს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ვახო სანაიაზე თავდასხმას შემაშფოთებელს უწოდებს და ამბობს, რომ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა მიუღებელია.

კრამონის თქმით, მრავალფეროვანი მედიაგარემო ქართველი ხალხის ინტერესშია, ხოლო ევროპა მხარს უჭერს ქვეყანაში კრიტიკული მედიის არსებობას.

“მინდა, გამოვხატო ჩემი შეშფოთება მომხდართან დაკავშირებით, თქვენს კოლეგას კი მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. თავდასხმა ჟურნალისტებზე, თავდასხმა თავისუფალ მედიაზე მიუღებელია ნებისმიერ ქვეყანაში. არც აქ ევროკავშირში, არც თქვენთან, არსად მსგავსი არ უნდა ხდებოდეს.

მიმდინარე მოვლენები შემაშფოთებელია პოლარიზაციის, ხანდახან რადიკალიზაციის ფონზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესში არაა. მნიშვნელობა არ აქვს, კრიტიკული მედიის წარმომადგენელი ხარ თუ არა – თუკი პროფესიულ სტანდარტებს იცავ, უნდა გქონდეს თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა, კრიტიკულად მუშაობის შესაძლებლობა. ჩვენ ვართ მრავალფეროვანი მედიის მომხრე, განსაკუთრებით საქართველოში”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ფორმულას ეთერში.

banner
წინა სტატიაშიბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა