უმრავლესობის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია ემთხვევა – მდინარაძე

მამუკა მდინარაძის აზრით, საერთაშორისო პარტნიორებისა და ქართული ოცნების განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა. მდინარაძემ განცხადება უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა და დიალოგს მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც ის ამბობს, “ოცნება” მზად არის “მეტი პასუხისმგებლობა” აიღოს, თუმცა ის ოპონენტებმაც უნდა გაიზიარონ:

უმრავლესობა იმ აზრზეა, რაც მთელი ამ დღეების განმავლობაში ხმოვანდებოდა, რაც საბედნიეროდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების, მთავარი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას ემთხვევა. ესაა ის, რომ ალტერნატივა არ აქვს, არც დიალოგს, არც მოლაპარაკებას და არც კანონის უზენაესობას. მე მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ, ანუ იქ, სადაც ვიყავით ჩვენ არსად წავსულვართ. მზად ვართ, ჩვენი წილი, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ განაგრძოს დემოკრატიული, სტაბილური განვითარება და არ იყოს შეფერხება ვინმეს პროვოკაციული მოქმედებების გამო. ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს, მათ შორის ჩვენმა ოპონენტებმა, რომ სტაბილური და დემოკრატიული განვითარება ქვეყანამ განაგრძოს”, – განაცხადა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ნებისმიერისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, რაზეც დგას დემოკრატიული ქვეყანა, მიუღებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა