პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით, თითოეული ჯარისკაცი ყოველთვე, დამატებით, 30 ათას გრივნას მიიღებს – შმიგალი

​​უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინაში თითოეული ჯარისკაცი 30 ათას გრივნას მიიღებს. ის ჯარისკაცები კი, რომლებიც ცხელ წერტილებში იმყოფებიან და მტერს ებრძვიან, დამატებით 100 ათას გრივნას.

მისი ინფორმაციითვე, ასევე თითოეული დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს სახელწიფო ერთჯერადად 15 მილიონ გრივნას გადაუხდის.

“ძვირფასო მოქალაქეებო, რუსი მოძალადეების წინააღმდეგ ომი უკვე 5 დღეა მიმდინარეობს. ჩვენი ერი მტერს გმირულად ებრძვის. სანამ ჩვენი ჯარისკაცები მტერს ებრძვიან, სამოქალაქო სახელწიფო საგანგებო რეჟიმში “ყველაფერი ფრონტისთვის, ყველაფერი გამარჯვებისთვის” მუშაობს. კერძო ბიზნესი უფასოდ არიგებს საკვებს, სასმელს, მედიკამენტებს და ჯარისკაცებისთვის საჭირო ტექნიკას. თითოეული ჩვენი ჯარისკაცის გმირული საქციელი მოქალაქეების მოტივაციას მატებს.

ადამიანების მტრის შესახვედრად ბლოკპოსტებს აშენებენ და მახეებს აგებენ. დღევანდელ შეხვედრაზე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეული ჯარისკაცი ყოველთვე დამატებით 30 ათასი გრივნას მიიღებს. ხოლო ის ჯარისკაცები კი, რომლებიც ცხელ წერტილებში იმყოფებიან და მტერს ებრძვიან, დამატებით 100 ათას გრივნას მიიღებენ. ასევე თითოეული დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს სახელწიფო ერთჯერადად 15 მილიონ გრივნას გადაუხდის. ახლა მთელი მსოფლიო უკრაინაზე საუბრობს. სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანები ცენტრალურ ქუჩებში იკრიბებიან, ჩვენს დროშებს ფენენ და უკრაინის მადიდებელ სიტყვებს იძახიან. მოკავშირეები ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებებს გვიგზავნიან. მადლობელი ვართ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის და მხარდაჭერისთვის. დღეს უკრაინამ ევროკავშირს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად სპეციალური პროცედურის დაწყების თხოვნით მიმართა. მთელი უკრაინელი ერი პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინშია. უკრაინელებო, მედგრად დავდგეთ და გავიმარჯვოთ. დიდება უკრაინელ ერს”,-წერს შმიგალი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მოლაპარაკებებზე – რუსული მხარე კვლავ უკიდურესად მიკერძოებულია
შემდეგი სტატიახაზარაძე პრეზიდენტს – გამოიყენეთ ისტორიული შანსი და ევროპელ ლიდერებთან დააყენეთ ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებული წესით გაწევრიანების საკითხი