ხაზარაძე პრეზიდენტს – გამოიყენეთ ისტორიული შანსი და ევროპელ ლიდერებთან დააყენეთ ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებული წესით გაწევრიანების საკითხი

მამუკა ხაზარაძე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის მიმართავს, რომ ამ ისტორიულ მომენტში გამოიყენოს შესაძლებლობა და დააყენოს საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღების საკითხი უკრაინასთან ერთად.

„მოგმართავთ თქვენ, საქართველოს პრეზიდენტს, ამ ისტორიულ მომენტში, როცა დემოკრატიული სამყარო უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე სრულიად ახალ დღის წესრიგს ქმნის, თქვენც გამოიყენეთ ისტორიული შანსი და ევროპელ ლიდერებთან დააყენეთ ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებული წესით გაწევრიანების საკითხი. საქართველომ ამისთვის ბევრი მსხვერპლი გაიღო. ახლა გვაქვს შესაძლებლობა.

ქართველი ხალხი ერთსულოვანია ამ საკითხში და თქვენ პასუხისმგებლობასთან ერთად დიდი მხარდაჭერა გექნებათ”, – წერს ხაზარაძე წერს მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით, თითოეული ჯარისკაცი ყოველთვე, დამატებით, 30 ათას გრივნას მიიღებს – შმიგალი
შემდეგი სტატიაჰაკერული დაჯგუფება “ანონიმუსი” მომავალ 72 საათში 1 500-ზე მეტ რუსულ და ბელარუსულ ვებგვერდს, მათ შორის ბანკებისა და სამთავრობო მედიის საიტს გატეხავს