ივანიშვილს ამ ქვეყნიდან გაქცევა მოუწევს და არ მგონია წაგიყვანოთ – სამადაშვილი სპეცრაზმელებს

“ივანიშვილს ამ ქვეყნიდან გაქცევა მოუწევს და არ მგონია წაგიყვანოთ” – “ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი სპეცრაზმელებს მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის დავალებების შესრულებაზე უარი თქვა, აღარ გავიდნენ აქციებზე და არარ გამოიყენონ ძალა ჩვენი მომავალი თაობის წინააღმდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამადაშვილი ამბობს, რომ სწორედ ისეთივე ვერდიქტი დადგება მათ მიმართ ევროსასამრთლოს მიერ, როგორც დღეს, 20 ივნისის მოვლენებზე დადგა.

“საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, როგორც 20 ივნისის ფაქტები, ასევე მიმდინარე ძალადობა, როდესაც ხელისუფლება იყენებს ბოროტად ძალოვან უწყებებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ყველა ეს ფაქტები იქნება გამოძიებული, დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. მე მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვინც ივანიშვილისთვის, ივანიშვილს მოუწევს ამ ქვეყნიდან გაქცევა და თქვენ არ მგონია წაგიყვანოთ და ერთადერთი, რაც თქვენ შეგიძლიათ დღეს გააკეთოთ, არის ის, რომ უკანონო დავალებების შესრულებაზე, როგორიც არის მისვლა და ბავშვების ცემა მიტინგზე, თქვათ უარი”, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიწამოიღეთ ეგ ბანერები და მოდით, საწვიმარსა და აირწინაღს ადგილზე დაგახვედრებენ – მელია “ოცნების” ახალ კამპანიას ეხმაურება
შემდეგი სტატიაერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც არ ემხრობოდა 20 ივნისის მოვლენების ამნისტიას, იყო გახარია და გახარიას გუნდი – ბუჩუკური