20 ივნისის საქმე – გახარიას გუნდის წევრი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც არ ემხრობოდა 20 ივნისის მოვლენების ამნისტიას, იყო გახარია და გახარიას გუნდი.
“რამდენიმე მუხლიდან დარღვევა დაადგინა ერთ მუხლზე, კერძოდ სათანადო გამოძიების ნაწილზე, როგორც ინფორმაცია მაქვს. დანარჩენ ნაწილზე დარღვევა არ ყოფილა. მე გავახსენებ საზოგადოებას, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც არ ემხრობოდა 20 ივნისის მოვლენების ამნისტიას, იყო გახარია და გახარიას გუნდი”, – განაცხადა ბუჩუკურმა.