პრემიერის სასარგებლო ინიციატივა – რატომ არის უბედურების სათავე ონლაინკაზინო

ეს სენი ლამის იმ ასაკისაა, რამდენ საუკუნესაც დედამიწა ითვლის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიები განვითარდა, შეიძლება ითქვას, რომ ლუდომანია, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება თანამედროვე მსოფლიოს პანდემიად იქცა, რასაც ხელს ინტერნეტიც უწყობს, ანუ მხოლოდ ზრდასრულს კი არა, არასრუწლოვანსაც შეუძლია, ე.წ. ონლაინ ითამაშოს და ამით ზიანი მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, გარეშემყოფებსაც მიაყენოს. იმის ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ონლაინკაზინოებს არ არსებობს, მაგრამ თითოეული ჩვენგანის საალობოში ერთი მაინც იქნება ისეთი, ვისი ცხოვრების მიზანი თამაშია.

სხვათა შორის, საქართველოში დიდი ხანია, არსებობს მოძრაობა, რომელიც ონლაინკაზინოების აკრძალვას თუ არა, მკაცრ გაკონტროლებას ითხოვს. ამ ჯგუფის სათავეში დედები დგანან, ის დედები, რომელთა შვილებსაც ცხოვრება სწორედ ამ ვირტუალურმა სათამაშო დაწესებულებებმა დაუნგრიეს.

ქართველი დედები დიდი ხანია, მხოლოდ მოქედ კი არა, წინამორბედ ხელისუფლებებსაც მიმართავდნენ და სთხოვდნენ, რომ ონლაინკაზინოების საკითხი შეესწავლათ. ამ მოთხოვნით ხელმოწერებიც არაერთხელ შეგროვებულა და ქუჩის საპროტესტო აქციებიც გამართულა, მაგრამ დღემდე ამ ადამიანებისთვის არავის მოუსმენია.

აი, ახლა კი ამ კუთხით გარკვეული სინათლე გამოჩნდა. კერძოდ, 22 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე, მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ის სიმართლე თქვა, რომელ სიმართლეაც პოლიტიკური ელიტა და ასევე, ე.წ. სამოქალაქო სექტორი მალავს. კერძოდ, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ონლაინკაზინოები ახალგაზრდებში ნარკოტიკული საშუალებების მიმართ ინტერესის გაზრდასთან პირდაპირ კავშირშია.

“ამას უკავშირდება ნარკომანია და ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა ამ მეტად დამღუპველ მოძრაობაში. საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებულები მავნე ნივთიერებების მოხმარებით. ამიტომ უნდა გამკაცრდეს, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. ამის თაობაზე გვექნება საუბარი მთავრობის სხდომაზე და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე აიწევა, ხოლო მეორე ეტაპზე, დაგეგმილია ასევე ონლაინ კაზინოების სრულად აკრძალვაც“, – თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმ და დასძინა, რომ ონლაინკაზინოებში  საქართველოს გაჭირვებული და უმუშევარი მოსახლეობის ფული მიედინება.

პრემიერის ნათქვამი ბევრს არ მოეწონა, განსაკუთრებით მათ, ვინც ამ „ეშმაკის სახლებით“ ფულს შოულობენ, ანუ ონლაინ კაზინოების მფლობელები, თანამფლობელები ან პატარა მეწილეები არიან.

ლუდომანიით შეპყრობილებიც გაბრაზდნენ, რადგან თამაში მათთის ნარკოტიკივითაა და თუ ონლაინკაზინოებს პირველ ეტაპზე გადასახადები გაეზრდებათ, ავტომატურად, თამაში ფასი მომხმარებლისთვისაც გაიზრდება. მაშინ კი, როცა ეს ორგანიზაციები რეალურად აიკრძალება, ლუდომანები და ისინიც, რომლებიც თამაშდამოკიდებულთა ხარჯზე, ანუ სხვისი უბედურებით მდიდრდებიან, რა თქმა უნდა, დაიშოკებიან.

ზოგადად, რადიკალური ნაბიჯები არავის მოსწონს და ბევრი მაკრიტიკებელიც ჰყავს ხოლმე. ამ მხრივ გასაკვირი არ არის, რომ პრემიერის რევოლუციურ ინიციატივას კრიტიტიკოსებიც გამოუჩნდნენ, მაგრამ სანამ ონლაინკაზინოების დამცველები ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს გააკეთებენ, ჯერ იმ დედებს, ცოლებს, შვილებს კითხონ, რომელთა ახლობლებიც ლუდომანიამ შეიწირა!

ახლა, ზოგმა შეიძლება იკითხოს, კაზინო, მით უმეტეს, ონლაინკაზინო ადამიანს როგორ კლავსო? ეს კითხვა, მომიტევეთ და, ძალიან სულელურია, რადგან ბავშვმაც კი იცის, რომ თამაშისთვის ფულია საჭირო. მოთამაშეთა აბსილუტურმა უმრავლესობამ იცის, რომ გამართლების, ესე იგი, მოგების შანსი ძალიან მცირეა, მაგრამ ამის მიუხედავად, ფულს „ჩალიჩობს“ – დედას, მამას, ბიძაშვილს ან ახლობელს სთხოვს, მაგრამ როცა „მაყუთს“ აღარავინ აძლებს, ჯერ შინიდან ნივთების გაყიდვას იწყებს, ზოგი ბინასაც აგირავებს. ბოლოს კი, გასაყიდ-დასაგირავებელიც რომ აღარაფერი რჩება, იძულებულია, ხელი კრიმინალს მიჰყოს.

ამ მძიმე რეალობზე, სანამ პრემიერმა ღარიბაშვილმა მაღალი ტრიბუნიდან არ თქვა, საუბარს ყველანი გავურბოდით. ახლა კი, როგორც იტყვიან, ნავსი გატეხილია – როდის იქცევა მთავრობის მეთაურის ინიცატივა რეალობდ, ამას მნიშნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ხელისუფლება ხალხისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას იღებს!

სხვათა შორის, ამბობენ, რომ ლუდომანია ნარკომანიაზე მძიმე დაავადებაა. პრემიერმა ხაზი, ალბათ, ამიტომაც გაუსვა, რომ ონლაინკაზინოები და ახალგაზრდების ნარკოტიკებისადმი ლტოლვა გადაჯაჭვულია. ორივე თემის მიმართ რეგულაციების გამკაცრება პრობლემას მთლიანად არ აღმოფხვრის, მაგრამ გარკვეული შეკავება სახეზე იქნება, რაც თავისთავად ცუდი არ უნდა იყოს!

ავტორი: ბერდია კალანდია

 

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა, რომ ქართული მხარე 3+3 ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მერი გაწეულ სამუშაოებზე ანგარიშებს იბარებს