პრემიერის აზრით, პენსიონერების საბაზისო უზრუნველყოფა ყოველთვის უნდა ხდებოდეს ინფლაციის გათვალისწინებით

მომავალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება

პენსიონერების საბაზისო უზრუნველყოფა ინფლაციის გათვალისწინებით, ინდექსაციის პირობებში მოხდება, რასაც ახალი, დაგროვებითი კომპონენტი დაემატება,- საპენსიო სისტემის შექმნის კუთხით განხორციელებული სამუშაოსა და საპენსიო სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მოისმენს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროს კოორდინაციით და მასში ჩართულია ყველა დაინტერესებული უწყება, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

„ეს სისტემა გულისხმობს არსებული საპენსიო სისტემის ჩარჩოებში მოქცევას, იმ კუთხით, რომ პენსიონერების საბაზისო უზრუნველყოფა ყოველთვის ხდებოდეს ინფლაციის გათვალისწინებით ინდექსაციის პირობებში და ახალი დამატებითი დაგროვებითი კომპონენტის შექმნას, რომელიც მომავალი წლის მესამე კვარტლიდან ჩაირთვება. მანამდე ჩვენ გვექნება საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების გაწერილი გეგმა. საუბარია დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან თანადაფინანსებულ დაგროვებით სისტემაზე, რომელიც მომავალი პენსიონერებისთვის სოციალური უზრუნველყოფის იმ დონეს შექმნის, რაც სხვა გაცილებით სხვა ხარისხის სიბერეს უზრუნველყოფს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი სისტემა არსებული საბაზისო სისტემის გაუქმებას არ გულისხმობს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, არსებული საბაზისო საპენსიო უზრუნველყოფა იმოქმედებს დაგროვებითი სისტემის პარალელურად და საბაზისო სისტემით გათვალისწინებული პენსიების ინდექსირება ინფლაციის კვალდაკვალ მოხდება.

banner
წინა სტატიაშითსუ-ს პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი განახლდა
შემდეგი სტატია18 მარტამდე აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ყინვაა მოსალოდნელი