თსუ-ს პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი განახლდა

თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი განახლდა. უნივერისტეტის პირველი კორპუსის რამდენიმე აუდიტორიაში ამ წუთებში ლექციები მიმდინარეობს.
უნივერისტეტის დერეფნებში სიმშვიდეა. პირველ სართულზე დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
ამასთან, დალუქულია 115-ე აუდიტორია, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში სტუდენტები იკრიბებოდნენ და თავიანთ მოთხოვნებს აყენებდნენ.
115-ე აუდიტორიის კარზე გაკეთებულია წარწერა, რომ ოთახი დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერაა დალუქული.
თსუ-ს სტუდენტებმა რამდენიმე დღიანი საპროტესტო აქციები წუხელ შეწყვიტეს.

banner
წინა სტატიაშიინგა გრიგოლია მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიაპრემიერის აზრით, პენსიონერების საბაზისო უზრუნველყოფა ყოველთვის უნდა ხდებოდეს ინფლაციის გათვალისწინებით