18 მარტამდე აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ყინვაა მოსალოდნელი

18 მარტამდე აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ყინვაა დაფიქსირდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მთაში მოთოვს. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კი ძლიერი ქარი შენარჩუნდება. კერძოდ, დასავლეთ საქართველოში დღისით ქარის სიჩქარე დროგამოშვებით 17-22 მეტრი წამში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში _ 20-25 მეტრი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 3-8 გრადუსია, აღმოსავლეთ საქართველოში – 4-9 გრადუსი.

თბილისში დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დედაქალაქში დღისით 8 გრადუსი იქნება.
18 მარტს დასავლეთ საქართველოში იწვიმებს. დაბლობში ღამით ყინვა -3 გრადუსი დაფიქსირდება. მთაში მოთოვს. დასავლეთში დღისით ჰაერის ტემპერატურა 7-12 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში _ 8-13, ღამით ბარში კი ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს. აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

18 მარტს თბილისში ღამით 0 იქნება; დღე _ 11 გრადუსი.
18-19 მარტს დასავლეთ საქართველოში ზოგიერთ რაიონში ნალექი შენარჩუნდება.
19 მარტს საქართველოში გამოიდარებს და დღისით 12-19 გრადუსი იქნება.
20 მარტიდან კვლავ იწვიმებს და ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის აზრით, პენსიონერების საბაზისო უზრუნველყოფა ყოველთვის უნდა ხდებოდეს ინფლაციის გათვალისწინებით
შემდეგი სტატიამთავრობა ადმინისტრაციაში არსებული მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტის გარდაქმნას გეგმავს