პრემიერი წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდს, წარმატებისა და წარუმატებლობის ცხრა წელს უწოდებს

პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდს წარმატების და წარუმატებლობის ცხრა წელს უწოდებს.

კვრიკაშვილის განცხადებით, იყო წარმატებული პროექტებიც, რომელიც თავადაც მოსწონდა, თუმცა მისი თქმით, 2007 წლის შემდეგ, ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელი გახდა.

პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობის 9 წელზე საუბარი უნდა დამთავრდეს და ხალხმა მომავლისკენ გაიხედოს.

“ეს იყო წარმატების და წარუმატებლობის 9 წელი. იყო მიმართულებები, სადაც იყო წარმატება. ყოველთვის ვამბობდი, რომ იყო ამ ქვეყანაში რაღაცები, რაც ჩვენს მოქალაქეებს მოსწონდათ, მათ შორის, მეც, მაგრამ 2007 წლიდან მოყოლებული, ამ ქვეყანაში ცხოვრება კოშმარი გახდა. გარბოდნენ ადამაინები, ცოლებს უუპატიურებდნენ, არის ეს სინამდვილე, მაგრამ ამაზე მეტი აქცენტის გაკეთება ხალხს აღარ აინტერესებს. ვთავაზობ ხალხს, დავასრულოთ პიროვნული შეურაცხყოფები”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. გვაქვს პოტენციალი, რომ გაცილებით უფრო სწრაფად განვავითაროთ ჩვენი ინფრასტრუქტურა.

“მოქალაქეებს აღარ სურთ მოსმენა, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, ეს იყო რეალობა, რომელიც ყველამ გაიარა. რთული პერიოდი გავიარეთ, მარტივი მემკვიდროება არ გვქონია, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ამბობენ. ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოგვიწია.

იყო წმინდა ემოციური გადაწყვეტილებები, რომელიც, შესაძლოა, არ უნდა მიღებულიყო. შეცდომას ყველა უშვებს, ჩვენც დავუშვებთ, მთავარია აღიარო. გადაწყვეტილებების არ მიღებას და მერყეობას, ჯობს, გაბედული გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ არ გვაქვს განწყობა, ადმინისტრაციული რესურსი გამოვიყენოთ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: მე პირადად, ეს შავი ჯიპები დასანახად მეზარება და არ მიყვარს