გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ არ გვაქვს განწყობა, ადმინისტრაციული რესურსი გამოვიყენოთ

გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა

ჩვენ არ გვაქვს განწყობა საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსი გამოვიყენოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამაზე მეტყველებს ის, რომ “ქართულ ოცნებას” საკუთარი “საინფორმაციო არხები” არ გააჩნია.
“თუნდაც ის, რომ დღეს მმართველ კოალიციას თუ პარტია “ქართულ ოცნებას” არ გააჩნია საკუთარი აქტიური საინფორმაციო არხები, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ არ გვაქვს განწყობა გამოვიყენოთ ჩვენი ადმინისტრაციული რესურსი”, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან უკვე ერთ საათზე მეტია, ტექნოლოგიურ პარკში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: მინისტრებს არ უნდა ქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი
შემდეგი სტატიაპრემიერი წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდს, წარმატებისა და წარუმატებლობის ცხრა წელს უწოდებს