პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე დეცენტრალიზაციის ახალ კონცეფციას წარადგენენ

პრემიერ-მინისტრს დღეს პარლამენტში ელოდებიან. გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი კობახიძესთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის ახალ კონცეფციას წარმოადგენს.
ახალი კონცეფციის წარდგენას, რომელიც დღეს, საქართველოს პარლამენტში გაიმართება, მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ თბილისის მერი კახა კალაძე, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი, ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო და შვეიცარიის ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტი და მთავრობა, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით.

ცნობისთვის, დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვის წარდგენას მოჰყვება სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი 2018 წელს დაამტკიცებს.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება – საქართველოს საპატრიარქო რუსეთის პატრიარქის ოფიციალურ წერილს ელოდება
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება