არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება – საქართველოს საპატრიარქო რუსეთის პატრიარქის ოფიციალურ წერილს ელოდება

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოში დღეს ელოდებიან რუსეთის პატრიარქის ოფიციალურ წერილს, სადაც ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხთან დაკავშირებით დეტალებზე უნდა იყოს საუბარი.
პარალელურად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მზად არის ცხედრის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენებაში მონაწილეობა მიიღოს.
„სატელეფონო საუბარი გვქონდა რუსეთის საპატრიარქოსთან და მათ ასეთი რამ გვიპასუხეს, რომ რუსეთის პატრიარქი მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ბულგარეთში, ის უკვე აქტიურად ჩაერთო ამ საქმიანობაში და მან განაცხადა, რომ უმოკლეს დროში შეეცდება, რომ წითელი ჯვრის საზოგადოების საშუალებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოსვენებული იქნას საქართველოში და დაუბრუნდეს ტავის ოჯახს. ეს რაც მათ სატელეფონო საუბარში აღნიშნეს ამას ოფიციალურად, წერილობით, სავარაუდოდ ორშაბათს მოგვწერენ,“-განაცხადა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს სპეციალური დანაყოფის მობილიზება მესტიაში
შემდეგი სტატიაპრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე დეცენტრალიზაციის ახალ კონცეფციას წარადგენენ