პრემიერი: ჩემი ხედვა არის ევროპა, ხოლო საქართველო ევროპაში არის ჩვენი მოქალაქეების მისია

ბიძინა ივანიშვილთან გარკვეული კონსულტაციები პარტიის შემდგომი მშენებლობის გზაზე შეიძლება, არსებობდეს

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მე-13 საერთაშორისო კონფერენციის – “საქართველოს ევროპული გზა” გახსნისას განაცხადა, რომელიც ბათუმის სასტუმრო “ჰილტონში” მიმდინარეობს, განაცხადა, რომ საქართველო ევროპაში არის ჩვენი მოქალაქეების მისია.

“აი, ევროპა, როგორც ჩვენ მას ვხედავთ, ევროპა, რომლის შესანარჩუნებლად ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ: ევროპა, რომელიც არის ღია, ტოლერანტული და აქტუალური მოქალაქეთათვის; თავდაჯერებული და, ამავე დროს, თავმდაბალი ევროპა; ევროპა გამყოფი კედლებისა და ბარიერების გარეშე; ევროპა, რომელიც მუშაობს თავისი უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და სტაბილურობას მსოფლიოს სხვა კუთხეებში. ერთი სიტყვით, ერთიანი და თავისუფალი ევროპა.

პოლიტიკოსებს უნდა ჰქონდეთ ხედვა და მათ უნდა შეეძლოთ ამ ხედვის აღწერა თავიანთი მოქალაქეებისთვის. ჩემი ხედვა არის ევროპა, ხოლო საქართველო ევროპაში არის ჩვენი მოქალაქეების მისია.

ვიცი, ბევრი თქვენგანი იზიარებს საქართველოს ხედვას და დღევანდელი და ხვალინდელი დისკუსიების ფარგლებში იდეებსაც მოგვაწვდის ამ ხედვის ხორცშესასხმელად. ისტორიულად, ბათუმი ცნობილია, როგორც სერიოზული იდეების ქარხანა. ასე რომ, იყავით გამბედავნი, იყავით თავისუფალნი, იყავით ევროპელები”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ბათუმი ევროპაა და მასზე მომავალშიც სულ უფრო ნათლად აისახება ევროპის კეთილდღეობა”
შემდეგი სტატია“საქართველომ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვიზალიბერალიზაციისთვის იყო საჭირო”