“საქართველომ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვიზალიბერალიზაციისთვის იყო საჭირო”

სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით საქართველომ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვიზალიბერალიზაციისთვის იყო საჭირო.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მე-13 საერთაშორისო კონფერენციის – “საქართველოს ევროპული გზა” გახსნისას განაცხადა, რომელიც ბათუმის სასტუმრო “ჰილტონში” მიმდინარეობს.

“საქართველომ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვიზალიბერალიზაციისთვის იყო საჭირო. ეს მოხდა იმ წარმატებული რეფორმების ხარჯზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ. ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი ამ წლის ოქტომბერში წარმატებით დასრულდება”, – განაცხადა ევროკომისარმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: ჩემი ხედვა არის ევროპა, ხოლო საქართველო ევროპაში არის ჩვენი მოქალაქეების მისია
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: საქართველოს მოქალაქეები ძალიან მალე უვიზოდ ივლიან შენგენის ზონაში