პრემიერ-მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებთან რეგიონის მოსახლეობის პრიორიტეტები მიმოიხილა და გამოწვევების მოგვარების პროცესში მერების უშუალო ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება. მთავრობის მეთაურმა მორიგი შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ესწრებოდა.

მთავრობის მეთაურმა მერებთან შეხვედრაზე რეგიონის მოსახლეობის პრიორიტეტები მიმოიხილა და მათი პრობლემების უმოკლეს ვადაში გადაჭრის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობაზე ზრუნვაა და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეების ყველა პრობლემა უმოკლეს ვადაში და ეფექტიანად გადაიჭრას.

ირაკლი ღარიბაშვილმა მერებს ცენტრალური მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერა დაუდასტურა, რათა ყველა ინიციატივა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიისას გაჟღერდა, მოკლე ვადაში განხორციელდეს.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ასევე მიწვეული იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გუგუჩია – ბატონი პრემიერისგან მივიღეთ დავალება, რომ რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში დავიწყოთ ყველა იმ დაპირებების საქმედ ქცევა და განხორციელება, რომელიც მოსახლეობაზე გავეცით წინა პერიოდში
შემდეგი სტატიაფოთის მერი – ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა იმ გეგმებისა და პროექტებისთვის, რომელიც გვაქვს დაგეგმილი და წინასაარჩევნოდ გვქონდა გაცხადებული