გიორგი გუგუჩია – ბატონი პრემიერისგან მივიღეთ დავალება, რომ რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში დავიწყოთ ყველა იმ დაპირებების საქმედ ქცევა და განხორციელება, რომელიც მოსახლეობაზე გავეცით წინა პერიოდში

გიორგი გუგუჩია – ბატონი პრემიერისგან მივიღეთ დავალება, რომ რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში დავიწყოთ ყველა იმ დაპირებების საქმედ ქცევა და განხორციელება, რომელიც მოსახლეობაზე გავეცით წინა პერიოდში

წალენჯიხის მერი სხვა დანარჩენ მერებთან ერთად იყო მოწვეული დღევანდელ შეხვედრაზე, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა გიორგი გუგუჩიამ, პრემიერ-მინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერისგან-მინისტრისგან მერებმა მიიღეს დავალება, რომ რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში დაიწყონ ყველა იმ დაპირებების საქმედ ქცევა და განხორციელება, რომელიც მოსახლეობაზე იყო გაცემული წინა პერიოდში.

„ბატონი პრემიერისგან მივიღეთ დავალება, რომ რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში დავიწყოთ ყველა იმ დაპირებების საქმედ ქცევა და განხორციელება, რომელიც მოსახლეობაზე გავეცით წინა პერიოდში. რაც შეეხება წალენჯიხის ახლადარჩეულ მერს, როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლება მზად ვართ მასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც წალენჯიხის მოსახლეობის და მუნიციპალიტეტის ინტერესებშია. ის იყო სხვა დანარჩენ მერებთან ერთად მოწვეული დღევანდელ შეხვედრაზე, თუმცა ჯერჯრობით არ გამოჩენილა“, – განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

banner
წინა სტატიაშიბასილაია: ელოდებიან სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ჩავარდნას, რომ ნამდვილად ვერ შეძლოს გადაადგილება, პროცესი ჩანიშნეს 29 ნოემბერს, როცა მისი მდგომარეობა იქნება უაღრესად მძიმე
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებთან რეგიონის მოსახლეობის პრიორიტეტები მიმოიხილა და გამოწვევების მოგვარების პროცესში მერების უშუალო ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი