პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო პროცესი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო პროცესი დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურს განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა და აღნიშნა, რომ გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე 21 შენობისა და ე.წ. „პაპას ბაღის“ და „ბებოს ბაღის“ რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა, პროექტის ღირებულებამ კი 5.5 მილიონი ლარი შეადგინა.
პროგრამით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ჩატარდა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების სამუშაოები, გამოიცვალა შენობების კარ-ფანჯრები, რაც დადებითად აისახება შენობების გათბობის ხარჯებზე. ასევე ჩატარდა ქუჩების ტროტუარების, განათების, რეკრეაციული სივრცეების მოწყობის სამუშაოები.
პროგრამის პირველი ეტაპის სამუშაოები კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში დასრულების ეტაპზეა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში ახორციელებს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონ ლარს შეადგენს.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიხერსონიდან 58 ბავშვის ევაკუაცია ვერ ხერხდება – მცირეწლოვნები თითქმის ერთი თვეა სარდაფში იმალებიან
შემდეგი სტატიაჩვენ გამოვუცხადეთ უკრაინას სოლიდარობა – რთულია, უყურო იმ განადგურებულ და მიწასთან გასწორებულ ქალაქებს, რომელიც რუსეთის ბომბებს შეეწირა – ხოჯევანიშვილი