ჩვენ გამოვუცხადეთ უკრაინას სოლიდარობა – რთულია, უყურო იმ განადგურებულ და მიწასთან გასწორებულ ქალაქებს, რომელიც რუსეთის ბომბებს შეეწირა – ხოჯევანიშვილი

რთულია, უყურო იმ განადგურებულ და მიწასთან გასწორებულ ქალაქებს, რომელიც რუსეთის ბომბებს შეეწირა, – ამის შესახებ უკრაინაში მყოფი პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. ის უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

როგორც ხოჯევანიშვილი წერს, რუსეთის ქმედებებს არანაირი გამართლება არ აქვს და მას იმ ყველაფრისთვის, რაც უკრაინელი ხალხის წინაშე ჩაიდინა, პასუხისგება მოუწევს.

„დღეს გაიმართა შეხვედრა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასა და უკრაინის რადას წარმომადგენლებს შორის. ამ უმძიმეს პერიოდში, რომელიც ახლა უდგას უკრაინას, მათთვის თითოეულ სიტყვასაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ვიზიტი. ჩვენ გამოვუცხადეთ სოლიდარობა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს, ახლა მთავარია, რომ გვერდში დავუდგეთ მათ, რითიც შეგვეძლება, ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, მტრის, რომელიც აწარმოებს სასტიკ და უსამართლო ომს უკრაინის წინააღმდეგ. რთულია, უყურო იმ განადგურებულ და მიწასთან გასწორებულ ქალაქებს, რომელიც რუსეთის ბომბებს შეეწირა. ამას არ აქვს არანაირი გამართლება და რუსეთს მოუწევს პასუხისგება იმ ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინა უკრაინელი ხალხის წინაშე“, – წერს ხოჯევანიშვილი.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო პროცესი დაათვალიერა
შემდეგი სტატიარუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება ორი დოკუმენტისგან უნდა შედგებოდეს – ზელენსკი