ხერსონიდან 58 ბავშვის ევაკუაცია ვერ ხერხდება – მცირეწლოვნები თითქმის ერთი თვეა სარდაფში იმალებიან

ხერსონიდან 58 ბავშვი სასწრაფო ევაკუაციას ელოდება. მცირეწლოვნები თითქმის ერთი თვეა ტაძრის სარდაფში იმალებიან. უკრაინის სახალხო დამცველის ცნობით, ბავშვები საკვებისა და სასმელი წყლის გარეშე არიან დარჩენილი.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია რომ რუსებმა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ჩაშალეს ლისიჩანსკიდან. დღეს დილით გახსნილი ჰუმანიტარული დერეფნის მიმართულებით ოკუპანტებმა ისევ ცეცხლი გახსნეს.
კიევში აფეთქებას კი ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, ოკუპანტებს დღევანდელი მონაცემებით, 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ჰყავთ ტყვედ, მათ შორის 550-ზე მეტი ქალია.

“მივმართავ რუსებს და იმედია ჩემ სიტყვებს მოისმენენ, სამხედროებს მშვიდობიან მოქალაქეებში არ გავცვლით, ეს ჟენევის კონვენციით აკრძალულია. კანონს არ დავარღვევთ, ამიტომ მოგიწოდებთ, ყოველგვარი პირობების გარეშე გაათავისუფლოთ ჩვენი მოქალაქეები” ამბობს ვერეშჩუკი.

ოკუპანტებს საჰაერო იერიში აქტიურად მიაქვთ ქალაქ ხარკოვზე. სამიზნე ისევ საცხოვრებელი სახლებია. ბოლო მონაცემებით, დღევანდელი საჰაერო დარტყმისას 2 ადამიანი დაიღუპა. სხვა დეტალები არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინის ერთიანობას – ბუჩას მსგავსი ისტორიები საქართველოსაც ახსოვს 90-იან წლებსა და 2008 წლის ომში, ჩვენი ქალაქებიც დაიბომბა – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო პროცესი დაათვალიერა