ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” დღეს ბიურო სხდომაზე, “გაზპრომთან” დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს წარადგენს. პარტიის წევრები რუსულ ენერგოკომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გასაჯაროებას და მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
„ჩვენ ვითხოვთ მთავრობის პასუხისმგებლობას, ხელშეკრულების გასაჯაროებას და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელიც ამ მოღალატეობრივ ხელშეკრულებას უკავშირდება. იმიტომ, რომ ერთის მხრივ, ეს აჩვენებს რამდენად უსუსური და არაკომპეტენტურია ჩვენ სამთავრობო გუნდი, მაგრამ იმავდროულად ძალიან მკაფიოდ უსვამს ხაზს თუ რამხელა პოლიტიკური ბერკეტები მოიპოვა რუსეთმა ჩვენს ხელისუფლებაზე,“ – განაცხდა პეტრე ცისკარიშვილმა.