ურეკში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა

ტრაგედია ურეკში-შუახნის მამაკაცი სამგზავრო მატარებელმა გაიტანა.
ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ურეკის მონაკვეთზე 63 წლის მამაკაცს დაეჯახა.
გარდაცვლილი გ. მგალობლიშვილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდიდან იყო.
სამგზავრო მატარებლის მემანქანეს სიფხიზლე–სიმთვრალის დასადგენად ექსპერტიზა უტარდება.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სსკ 275-ე მუხლითაა აღძრული, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია

banner
წინა სტატიაშიმოსახლეობა თვლის, რომ ხდება უკანონოდ ფარული მიყურადება – IDFI-ს კვლევა
შემდეგი სტატიაფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” ბიურო სხდომაზე “გაზპრომთან” დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს წარადგენს