საფრანგეთში ცერემონიაზე, რომელიც ტერორისტის ხელით დაღუპული პოლიციელის და მისი ოჯახის ხსოვნას მიეძღვნა, ქვეყნის მეთაურებისათვის უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს, რომელიც პოლიციელებს ხელს ართმევდა, ერთ-ერთმა პოლიციელმა იგივეთი არ უპასუხა. პრეზიდენტმა გზა გააგრძელა. ოფიცერმა ხელი არ ჩამოართვა ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მანუელ ვალსს, რომელიც, როგორც ვიდეოზე ჩანს, ოფიცერთან გაჩერდა და სავარაუდოდ, დაელაპარაკა.