სემეკ-მა მოქალაქეებს 99 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მოქალაქეებს 99 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა.

კომისიამ მიმდინარე კვირაში ორი საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 182 საკითხი განიხილა. მათ უმეტესობა მოქალაქეებსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებს ეხებოდა.

კომისიის ინფორმაციით, მოქალაქეთა საჩივრები მოიცავდა კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებსა და ხანდაზმულ დავალიანებებს. კომისიის გადაწყვეტილებებით მოქალაქეთა სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ ჯამში 99 122.17 ლარი შეადგინა.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკ-ს ან სემეკ-თან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენი ოპონენტებისთვის ძალაუფლება არის ერთადერთი, რისთვისაც მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ამით სახელმწიფო დაზარალდეს”
შემდეგი სტატიაპრაღაში პრემიერის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა