ფოთში ტრაილერის მძღოლები აქციას მართავენ

ფოთში, სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ტრაილერის მძღოლები აქციას მართავენ. შეკრებილები იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ , განმეორებითი ტესტის გაკეთება საკუთარი სახსრებით უწევთ. მძღოლების განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მათ საერთაშორისო გადაზიდვები არ განახორციელეს , 14 დღით საკარანტინო სივრცეში დარჩენა ევალებათ , რაც მათივე თქმით, დამატებით პრობლემებს უქმნით. ისინი პრეტენზიებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართ გამოთქვამენ. ,,როდესაც რეისიდან ვბრუნდებით გვიტარდება სრაფი ტესტი საზღვარზე , მერე გვაძლევენ 72 საათს და ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვერ ვახერხებთ ფოთში ჩამოსვლას , კონტეინერის დაცლას , ახალი რეისის ნახვას და უკან მიბრუნებას. ამდენი რამე ვერ ესწრება, რადგან არის მანქანები ძვველი, ტერმინელებიც ძველია, ეს ტერმინელებიც ვერ ერევა ერთად მანქანებიც დაცალოს , ამას დაახლოებით 2 დღე სჭირდება, როდესაც წითელი ხიდიდან აქამდე მოძრაობ. 2 დღის შემდეგ აუცილებლად უნდა გამოცხადდე საკარანტინე ზონაში , რომელიც მდებარეობს თბილისი, ანაკლია, ბათუმში. ამ დროს თუ რამე პრობლემა ჰქონდა მანქანას , ვერ ვაკეთებთ. საკარანტინე სივრციდან , რომ გამოდიხარ რეისი აღარ გხვდება და ვრჩებით ქუჩაში.ამის შემდეგ თუ რეისი გამოგვიჩნდა ახალი რეგულაციის თანახმად , ტესტის საფასურის გადახდა თვითონ მძღოლს უწევს. მოვითხოვთ , რომ ყველა მუნიციპალიტეტმა იზრუნოს ამ საკითხის მოგვარებაზე. 72 საათში ჩვენ ამდენი საკითხის მოგვარებას ვერ შევძლებთ, ამიტომ ეს მოსაგვარებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ წავალთ უბრალოდ რეისში და გადაზიდვები შეჩერდება. პრეტენზიები გვაქვს ასევე სახლემელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართ. “- განაცხადა აქციის მონაწილე გია გეგიძემ. აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომაგდნელბი მივიდნენ დამათი მოთხოვნები მოისმინეს. ,,ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების საკითხი. ჩვენ მოვისმინეთ მათი მოთხოვნები. ამ საკითხებს აუცილებლად მივაწვდით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და იმედი მაქვს ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილება იქნება მიღებული, “- აღნიშნა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

banner
წინა სტატიაშისაქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა
შემდეგი სტატიაგერმანიის საჰაერო ძალებმა ავღანეთიდან ავადმყოფი ქართველი ჯარისკაცის ევაკუაცია მოახდინეს